ისტორიის საწრეო მუშაობა:
მოსწავლის შეფასება
მარიამ ცირეკიძე --- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალსოფლის საჯარო სკოლის
VI კლასის მოსწავლე
მე, ახალსოფლის
საჯარო სკოლის
VI კლასის მოსწავლე
მარიამ ცირეკიძე მიმდინარე სასწავლო
წლის მეორე სემესტრში
ჩვენი სკოლის V-VI კლასის სხვა მოსწავლეებთან ჩართული
ვიყავი ისტორიის წრის
„საქართველო ჩემი სამშობლოა“
მუშაობაში, რომლის მიზანი იყო უკეთ შეგვესწავლა ჩვენი სამშობლოს საქართველოს
წარსული. წრეს ხელმძღვანელობდა სკოლის
ისტორიის მასწავლებელი გიორგი
წერეთელი.
რადგან ძალიან
მიყვარს ჰუმანიტარული საგნები,
განსაკუთრებით კი ისტორია ამიტომ დიდი სიამოვნებით ჩავები
წრის მუშაობაში. საწრეო მუშაობის
ყოველი გაკვეთილი მრავალფეროვანი და სახალისო იყო. არცერთი
მათგანი არ ჰგავდა
ერთმანეთს. ბევრი ჩემთვის ახალი, უცნობი და საინტერესო
ამბავი გავიგე საქართველოს
ისტორიიდან. რის გამოც,
კიდევ უფრო შემიყვარდა
ჩემი სამშობლო. წრის სამუშაო გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ ითვალისწინებდა მოსწავლეთა
ინტერესებს. ვნახეთ ისტორიული ფილმები,
დავამუშავეთ ლიტერატურა, გამოვუშვით კედლის
გაზეთი, მოვაწყვეთ დისკუსია,
ჩავატარეთ ვიქტორინა-კონკურსი, ვიყავით ექსკურსიაზე
ტყიბულის მუზეუმში, მოვაწყვეთ
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავთან
დაკავშირებული ღონისძიება და სხვა.
მხოლოდ ერთზე მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხეთ პატარა
ექსკურსიის მოწყობა რომელიმე
ისტორიულ ძეგლზე.
მომავალ სასწავლო
წელს, ჩვენს სკოლაში თუკი ისტორიის
წრე იმუშავებს მე, კვლავ სიამოვნებით ჩავერთვები მის საქმიანობაში.
ისტორიის საწრეო
მუშაობა : მშობლის
შეფასება
ახალსოფლის საჯარო
სკოლის VI კლასის მოსწავლის ელა ფართალაძის
მშობელი ---
სოფიო რიჟამაძე
როგორც
ჩემთვის ცნობილია, ახალსოფლის
საჯარო სკოლაში, სადაც ჩემი შვილი ელა ფართლაძე სწავლობს,
ფუნქციონირებდა რამდენიმე საგნობრივი
წრე, რომლებშიდაც იგი დიდი ინტერესითა
და მოლოდინით გაერთიანდა.
ამ
კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო ისტორიის
წრის მუშაობაზე, სადაც გაერთიანებულნი იყვნენ
V-VI კლასის მოსწავლეები და რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორიის
პედაგოგი გიორგი წერეთელი.
თავიდანვე
უნდა აღვნიშნო, რომ მართალია ჩემი შვილი უფრო ტექნიკურ საგნებს,
კერძოდ მათემატიკას ანიჭებს
უპირატესობას, მაგრამ ისტორიის
წრის მუშაობაშიც გარკვეული ინტერესით
ჩაება.
გულწრფელად მინდა
აღვნიშნო, რომ ისტორიის წრეში გაერთიანებამ
საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა
ჩემი შვილის ამ საგნისადმი ინტერესის
გაზრდაში. მას გაუჩნდა
მეტი სურვილი წაიკითხოს ისტორიული ლიტერატურა,
ნახოს ისტორიულ თემაზე
შექმნილი ფილმები, მიიღოს
ინფორმაცია ქართველ გმირებზე,
ნახოს ისტორიისა ძეგლები
და მუზეუმები, და საერთოდ
მეტი იცოდეს საქართველოს
წარსულიდან.
მე
ნამდვილად მივესალმები ასეთი
წრეების არსებობას სკოლებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий