воскресенье, 24 июня 2018 г.

შეფასება


ისტორიის   საწრეო   მუშაობა:  მოსწავლის   შეფასება

    მარიამ  ცირეკიძე --- ტყიბულის  მუნიციპალიტეტის   სოფელ  ახალსოფლის  საჯარო  სკოლის  VI   კლასის   მოსწავლე

   მე,  ახალსოფლის   საჯარო   სკოლის  VI   კლასის  მოსწავლე  მარიამ  ცირეკიძე მიმდინარე  სასწავლო  წლის  მეორე  სემესტრში  ჩვენი  სკოლის  V-VI  კლასის  სხვა  მოსწავლეებთან  ჩართული  ვიყავი  ისტორიის   წრის  „საქართველო  ჩემი  სამშობლოა“  მუშაობაში, რომლის  მიზანი  იყო  უკეთ     შეგვესწავლა  ჩვენი  სამშობლოს  საქართველოს  წარსული.   წრეს  ხელმძღვანელობდა  სკოლის   ისტორიის   მასწავლებელი  გიორგი  წერეთელი.
   რადგან  ძალიან  მიყვარს  ჰუმანიტარული  საგნები,  განსაკუთრებით კი ისტორია  ამიტომ  დიდი  სიამოვნებით  ჩავები  წრის  მუშაობაში. საწრეო  მუშაობის  ყოველი  გაკვეთილი  მრავალფეროვანი  და  სახალისო  იყო. არცერთი  მათგანი  არ  ჰგავდა  ერთმანეთს.  ბევრი  ჩემთვის  ახალი,  უცნობი  და   საინტერესო  ამბავი  გავიგე  საქართველოს  ისტორიიდან.  რის  გამოც,  კიდევ  უფრო  შემიყვარდა  ჩემი  სამშობლო.   წრის  სამუშაო  გეგმა  ისე  იყო  შედგენილი,  რომ  ითვალისწინებდა  მოსწავლეთა  ინტერესებს.  ვნახეთ ისტორიული  ფილმები,  დავამუშავეთ   ლიტერატურა, გამოვუშვით  კედლის  გაზეთი,  მოვაწყვეთ  დისკუსია,  ჩავატარეთ  ვიქტორინა-კონკურსი, ვიყავით  ექსკურსიაზე  ტყიბულის  მუზეუმში,   მოვაწყვეთ  საქართველოს  დამოუკიდებლობის  100  წლის  თავთან   დაკავშირებული  ღონისძიება  და  სხვა. მხოლოდ  ერთზე  მწყდება   გული, რომ  ვერ  მოვახერხეთ  პატარა  ექსკურსიის  მოწყობა  რომელიმე  ისტორიულ  ძეგლზე.
     მომავალ  სასწავლო  წელს,  ჩვენს  სკოლაში  თუკი ისტორიის  წრე იმუშავებს    მე,  კვლავ  სიამოვნებით  ჩავერთვები მის  საქმიანობაში.
   
    
    




                 ისტორიის  საწრეო  მუშაობა  :  მშობლის   შეფასება

      ახალსოფლის  საჯარო  სკოლის  VI  კლასის  მოსწავლის  ელა  ფართალაძის 
   მშობელი ---   სოფიო  რიჟამაძე

       როგორც   ჩემთვის  ცნობილია,  ახალსოფლის  საჯარო სკოლაში,  სადაც  ჩემი  შვილი  ელა  ფართლაძე   სწავლობს,  ფუნქციონირებდა  რამდენიმე  საგნობრივი  წრე,  რომლებშიდაც  იგი  დიდი  ინტერესითა  და  მოლოდინით  გაერთიანდა.
      ამ  კონკრეტულ  შემთხვევაში  მინდა  ვისაუბრო  ისტორიის  წრის  მუშაობაზე, სადაც  გაერთიანებულნი  იყვნენ  V-VI  კლასის  მოსწავლეები   და  რომელსაც  ხელმძღვანელობდა  ისტორიის  პედაგოგი  გიორგი  წერეთელი.
   თავიდანვე   უნდა  აღვნიშნო,  რომ  მართალია  ჩემი  შვილი  უფრო  ტექნიკურ  საგნებს,  კერძოდ  მათემატიკას   ანიჭებს  უპირატესობას,  მაგრამ  ისტორიის  წრის მუშაობაშიც  გარკვეული  ინტერესით  ჩაება.
     გულწრფელად   მინდა  აღვნიშნო, რომ ისტორიის   წრეში  გაერთიანებამ   საკმაოდ   დადებითი  როლი ითამაშა  ჩემი  შვილის  ამ  საგნისადმი  ინტერესის  გაზრდაში.  მას  გაუჩნდა  მეტი  სურვილი  წაიკითხოს  ისტორიული  ლიტერატურა,  ნახოს  ისტორიულ  თემაზე  შექმნილი  ფილმები,  მიიღოს  ინფორმაცია   ქართველ  გმირებზე,  ნახოს  ისტორიისა    ძეგლები  და  მუზეუმები,      და  საერთოდ  მეტი  იცოდეს   საქართველოს  წარსულიდან.
     მე   ნამდვილად    მივესალმები   ასეთი   წრეების   არსებობას  სკოლებში.


четверг, 21 июня 2018 г.

წრის მუშაობის გეგმა


                                წრის    სამუშაო     პროგრამა
1.     შეხვედრა  წრის  წევრებთან.  მიზნის,  პროგრამისა  და  თემატიკის  გაცნობა.
კითხვარების  შევსება. საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება  ---30.01
2.     ლიტერატურის  შერჩევა  და  წრის  წევრებზე  განაწილება ---  6. 02
3.     ქართული  ისტორიული  ფილმის  „ გიორგი  სააკაძე“ - პირველი ნაწილის  ნახვა და  გარჩევა.                                                                                     ---  13.02
4.     ქართული  ისტორიული  ფილმის    გიორგი  სააკაძე“  -მეორე  ნაწილის  ნახვა და  გარჩევა.                                                                                              ---  20.02
5.     დისკუსია  თემაზე   „ გიორგი  სააკაძე  გმირი,  თუ  მოღალატე“ ---  27.02
6.     მოსწავლეები  წერენ  პატარა  თხზულებას    ჩემი   საყვარელი  ისტორიული  პიროვნება „.                                                                                              ---   6.03
7.     კედლის  გაზეთის    გამოშვება                                                             ---  20.03
8.     ინტერნეტიდან   საქართველოს  ისტორიასთან  დაკავშირებული  საინტერესო  ამბების  მოძიება                                                                                      ---  27.03
9.       გააგრძელე  საქართველოს  ისტორია    ფილმის  ნახვა  და  გარჩევა ---3.04
10.  ექსკურსია  ტყიბულის  მხარეთმცოდნეობის   მუზეუმში                     --- 10.04
11.   თემის  დამუშავება    --- „საქართველოს  დიდი  ომები“  ლ.  სანიკიძის  წიგნიდან  „ დედა  ისტორია“                                                                      ---  17.04
12.  მუშაობა  საქართველოს  რუკაზე    როგორ  ვიცით  საქართველოს  ისტორიული  კუთხეები“                                                                             ---  24.04
13.  ქართული   ხალხური    ზეპირსიტყვიერება                                          --- 1.05
14.   ისტორიული  კროსვორდების    შევსება                                              ---   8.05
15.  მუშაობა  თემაზე   „ ფარნავაზიდან  ზვიად  გამსახურდიამდე -ბრძოლა  საქართველოს  დამოკიდებლობისათვის“                                             ---   15.05
16.  მზადება  საქართველოს  დამოუკიდებლობის  100  წლისთავთან  დაკავშირებულ  ღონისძიებაში  მონაწილეობისათვის                     ---  22.05
17.  საქართველოს  დამოუკიდებლობის  100  წლისთავთან  დაკავშირებულ ღონისძიებაში  მონაწილეობა                                                                 ---  25.05
18.  საუბარი  თემაზე  „ ძნელი  ყოფილა  ქართველობა“                        ---  29.05
19.  ქართული  მხატვრული  ფილმის  „ფესვები“  ნახვა  და  განხილვა ---5.06
20.  საწრეო  მუშაობის   შეჯამება                                                                    --- 12.06   



საწრეო მუშაობის რეფლექსია


ისტორიის   საგნობრივი   წრის   რეფლექსია

                                            სსიპ  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ახალსოფლის      საჯარო  სკოლის  ისტორიის  მასწავლებელი    გიორგი   წერეთელი

     2018  წლის  29  იანვრიდან   16  ივნისამდე  ახალსოფლის  საჯარო  სკოლაში  ფუნქციონირებდა  ისტორიის  საგნობრივი  წრე   „საქართველო  ჩემი სამშობლოა“, რომელშიც  ჩართული  იყო  სკოლის  V- VI  კლასის  7  მოსწავლე. 
    ისტორიის  წრის  შექმნის  მიზანი  იყო  მოსწავლეებში  საქართველოს  წარსულისადმი  ინტერესის   გაზრდა-გაღვივება, მოსწავლეთა  ცნობიერების  ამაღლება  და   იმ  დამატებითი ინფორმაციის  გადაცემა,  რომლის  მიღებასაც  ვერ  ახერხებენ  ისინი  ჩვეულებრივ   საგაკვეთილო პროცესში.
    საგნობრივი  წრის   დაგეგმვისას  გათვალისწინებულ  იქნა  მოსწავლეთა   შესაძლებლობები,  განსახილველი  საკითხების  შესაბამისობა  ესგ-ს მოთხოვნებთან და  რა თქმა  უნდა  მოსწავლეთა  ინტერესები.
    საქმიანობის   მოსწავლეთა   ინტერესებზე  მორგება  პრიორიტეულ  საჭიროებად მივიჩნიე. ამ  მიზნით  ჩავატარე  ანკეტური  გამოკითხვა,  შევთავაზე  სხვადასხვა  თემები და  მივაწოდე  კომენტარი :  რას  შეისწავლიდნენ,  როგორი  აქტივობებით და რა  შედეგს  მიაღწევდნენ.
    სწორედ   მოსწავლეთა   აზრის   გათვალისწინებით   შემუშავდა  ისტორიის  წრის  სამუშაო  პროგრამა  და  გრაფიკი.   წრის   მუშაობა   ტარდებოდა  კვირაში  ერთხელ,
სამშაბათობით,  13, 20  საათიდან   14.05   საათამდე.  სულ  ჩატარდა  20  შეხვედრა.
    რაც   შეეხება   წრის   სამუშაო    პროგრამას,  ის  დაიგეგმა   აბსოლუტურად  მოსწავლეთა  სურვილებისა  და  ინტერესების  შესაბამისად.   სწორედ  მათი მოთხოვნით   შევიდა   პროგრამაში   და    შესაბამის  დროში  განხორციელდა  ისეთი საკითხები  როგორიცაა  :     ისტორიულ  თემებზე  შექმნილი   მხატვრული,  დოკუმენტალური  თუ   ანიმაციური  ფილმების  ნახვა,  კროსვორდების  შევსება,
ნახატების   შექმნა,   მუზეუმში   ექსკურსია,  კედლის  გაზეთის  გამოშვება,  დისკუსიის  მოწყობა,  ქართული  ხალხური  ზეპირსიტყვიერების  ნიმუშების  გაცნობა,  სასწავლო   შემოქმედებითი   ღონისძიების  მოწყობა.
    შინაგანი  მოტივაციიდან  გამომდინარე  ისტორიის   წრის  ყოველი  შეხვედრა მოსწავლეთათვის   სახალისო  და  საინტერესო  იყო.  მუშაობაში  მათი  ჩართულობა  იყო  საკმაოდ  მაღალი.  მაგალითად,  მოსწავლეებისათვის   ქართულ  ისტორიულ 

ფილმ  „ გიორგი  სააკაძესთან „  შეხება გამოვიდა  სამფაზიანი.   თავდაპირველად   ნახეს  ფილმი,    შემდეგ  მოხდა  ამ  ფილმის  გარჩევა.  მომდევნო   შეხვედრაზე  კი   გაიმართა   დისკუსია   გიორგი  სააკაძის   პიროვნების   დადებით  და  უარყოფით  მხარეებზე.  ამ  დისკუსიის   დროს,   მიუხედავად  მოსწავლეთა  მცირე  ასაკისა   გამოვლინდა  მათი  საკმაოდ  მაღალი  სააზროვნო  დონე,   გონებაგახსნილობა და  რაც  განსაკუთრებით  საკვირველია,  დისკუსიის   წარმართვის  მაღალი  ხარისხი. ამ აქტივობების  დროს  მათ  განუვითარდათ   ზეპირი  კომუნიკაციის,  მოსმენა- გაგების,  მსჯელობის  უნარები.
    მოსწავლეთათვის  ასევე   ბევრის   მომცემი  იყო   ისტორიულ  თემატიკაზე  შექმნილ  კროსვორდებზე   მუშაობა.  აქ   ისინი  არა  მარტო  ინფორმაციას  იღებდნენ და  ცოდნის  მარაგს  ივსებდნენ,  არამედ  განუვითარდათ  კვლევა - ძიების  გარკვეული  უნარი.
    წრის   წევრებისათვის   დასამახსოვრებელი   აღმოჩნდა   ტყიბულის  მხარეთმცოდნეობის   მუზეუმში  ექსკურსია,  სადაც  მოსწავლეებს  უშუალო  შეხება ჰქონდათ  საკუთარი   მხარის   წარსულთან.  იქ  ნანახმა  ოკრიბის  კუთხის  მატერიალურმა  სიძველეებმა  მათში   ეროვნული   გრძნობები   გააღვიძა.
    მოსწავლეთთვის  მეორეხარისხოვანი   და  უინტერესო   არც  კედლის  გაზეთებზე  მუშაობა  აღმოჩნდა.  მათ  გამოუშვეს  ორი  გაზეთი,   ერთი  მიუძღვნეს  საქართველოს   ცნობილ  ბრძოლებს,  ხოლო   მეორე   საქართველოს დამოუკიდებლობის   100  წლისთავს.  მასალები  ამ  გაზეთებისათვის  თვითონ  დამოუკიდებლად  მოიძიეს  და  შეარჩიეს.  მათ  ამით  განუმტკიცდათ კლევა-ძიების, მასალის  სისტემატიზაციისა  და  თანამშრომლობის   უნარ - ჩვევები.
       სახალისო   და   ამასთან   დამაფიქრებელიც   აღმოჩნდა  წრის  წევრებისათვის  ქართული  ხალხური  ზეპირსიტყვიერების   ნიმუშების   გაცნობა.   ხალხურ  თქმულებებსა  და  გადმოცემებში   ასახული   საქართველოს    ისტორია    მათთვის ადვილად  გასაგები,  მაგრამ   მეტად   მტკივნეული  გამოდგა.
      ასევე   მძიმე,  მაგრამ  საინტერესო   იყო  მოსწავლეებისათვის   წრის   ერთი  სამუშაო  დღე,  რომელზედაც  გაიმართა  სუბარი  თემაზე   „ძნელი  ყოფილა  ქართველობა“.  წრის   წევრებმა  ერთმანეთს  გაუზიარეს  ისტორიული  ლიტერატურიდან  ამონარიდი  მათთვის  საინტერესო  ფაქტები   ქართველთა  გმირობასა  თუ   გაჭირვებაზე.  გაანალიზეს  ის  ფაქტორები,  რამაც გადაარჩინა  ისე მცირერიცხოვანი  ერი,  როგორიც  ქართველობაა. 
     წრის   მუშაობის    დასკვნით  ეტაპს    წარმოადგენდა  მოსწავლეთა  მიერ  მომზადებული   და   ჩატარებული  სასწავლო  შემოქმედებითი  ღონისძიება, რომელიც   მიეძღვნა  საქართველოს  დამოუკიდებლობის  100  წლისთავს. ამ  ღონისძიების  დროს  მოსწავლეებმა  გამოავლინეს  შემდეგი  უნარ- ჩვევები :
შემოქმედებითი  აზროვნების,  კომუნიკაციის,  პრეზენტაციის, თანამშრომლობის.
    საბოლოო   ჯამში,  ჩემი  აზრით,   ისტორიის   წრის   შექმნამ    გაამართლა.  მიზანი  ძირითადად  მიღწეული  იქნა.  საწრეო  მუშაობამ   ხელი შეუწყო  საქართველოს  ისტორიის  პოპულარიზაციას  მოსწავლეებში.  მათ  გაუღვივდათ  მეტი  ინტერესი  და  პატივისცემა   საქართველოს   წარსულისადმი.
   რაც  შეეხება  ხარვეზებს,   იგი  რა  თქმა  იყო  წრის  მუშაობაში.  მაგალითად, პროგრამით  გათვალისწინებული  საკითხებიდან  ზოგიერთის (როლური  თამაში, დებატები,  ექსკურსია  ისტორიულ ძეგლბზე)  განხორციელება  არ  მოხერხდა.  მუშაობის   პროცესში   მოდიფიცირება  ვერ  შევძელით.  უკეთესი  იქნებოდა  სხვა  კლასის  ბავშვებიც  ყოფილიყვნენ  წრეში  გაერთიანებული.
    მომავალ  წელს,  თუკი  იქნება  მოსწავლეთა  სურვილი  და  სკოლაში  კვლავ  შეიქმნება  ისტორიის  წრე,  მე  შევეცდები  გავითვალისწინო  გამოვლენილი  ხარვეზები  და  მისი  საქმიანობა  უკეთესი  ხარისხის  გავხადო. 


1. შეხვედრა წრის წევრებთან. მიზნის, პროგრამისა და თემატიკის გაცნობა.

3. ქართული ისტორიული ფილმის „ გიორგი სააკაძე“ - პირველი ნაწილის ნახვა და გარჩევა.

5. დისკუსია თემაზე „ გიორგი სააკაძე გმირი, თუ მოღალატე“

თემის დამუშავება --- „საქართველოს დიდი ომები“ ლ. სანიკიძის წიგნიდან „ დედა ისტორია“

მუშაობა თემაზე „ ფარნავაზიდან ზვიად გამსახურდიამდე -ბრძოლა საქართველოს დამოკიდებლობისათვის“

თემისა და მიზნის გაცნობა

საუბარი თემაზე „ ძნელი ყოფილა ქართველობა“

20. საწრეო მუშაობის შეჯამება